ალექს მორგანი - შეურაცმყოფელი ჟესტი ინგლისს და ფოტოსესია Sports Illustrated-ისთვის [PHOTO]

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა ალექს მორგანმა Sports Illustrated-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

მორგანი აშშ-ისა და "ლიონის" თავდამსხმელია. 29 წლის ლამაზმანი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი 2011 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.

2012 წელს მორგანი აშშ-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ფიფას მიერ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე იყო ნომინირებული.

2013 წელს "ჰიუსტონ დინამოს" ფეხბურთელ სერვანდო კარასკოზე დაინისნა, ხოლო 2014-ში წყვილმა იქორწინა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში აშშ-ის ნაკრებმა ინგლისს 2:1 სძლია, ხოლო მორგანმა გატანილი გოლის შემდეგ ხელით ჩაის დალევის იმიტაცია გააკეთა,
რაც ინგლისელმა გულშემატკივრებმა უპატივცემულოდ მიიჩნიეს და სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს.

Sportall.Ge

აშშ-ის ნაკრები ფინალში ჰონადიისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულ შეხვდება. მორგან 6 გატანილი გოლით ინგლისელ ელენ უაიტთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა დაისაჯოს იმ პოზაში, ზემოთ რომ დგას
შაკო
11:47 03-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული