კიკბოქსიორი და მსოფლიოს ჩემპიონი - ვინ არის იტალიელი სუპერტალანტის მეგობარი გოგონა? [PHOTO]

AutoSharing Option
იტალიელი სუპერტალანტი მოიზე კინი ტურინის "იუვენტუსიდან" ლივერპულის "ევერტონში" 28 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

დიდი ალბათობით, ფეხბურთელი ინგლისში მარტო არ გადაბარგდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელმა მეგობარი გოგონა გაიჩინა.

კინის რჩეულს ნიფ ბრასია ჰქვია და ის კიკბოქსიორია. წყვილმა ერთმანეთი ღამის კლუბში გაიცნო, სადაც მათი რომანი დაიწყო.

21 წლის ლამაზმანი საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს კიკბოქსინგში და მუაი-ტაიში ახალგაზრდებში 2 მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო.

ბრასია ტაილანდში დაიბადა, თუმცა 11 წლიდან იტალიაში ცხოვრობს. სწორედ აქ შეუყვარდა მას ფეხბურთი და კონკრეტულად ტურინის "იუვენტუსი", სადაც აქამდე გამოდიოდა მოიზეს კინი.

ბრასიას კუმირი ალესანდრო დელ პიეროა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული