ვაკო ყაზაიშვილი ცოლის ძმის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი მისი ცოლის ძმის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის უკვე მესამედ გახდა უკანონო დაკავების მსხვერპლი.

"წინა ორ შემთხვევაში ის გამართლდა და გათავისუფლდა, ამჯერად კიდევ ერთხელ მოხდა მისი დაკავება აბსურდული მიზეზით. საუბარია კვლავ იარაღის უკანონო ტარებაზე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება სხვადასხვა გარემოების გამო. მსგავსი გამოხმაურებები ჩემი მხრიდან ნამდვილად უჩვეულოა, თუმცა იმედი მაქვს, რომ დროულად მოხდება ამ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება და უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება", - აღნიშნა ვაკო ყაზაიშვილმა.

მისი მეუღლის, გვანცა ნიშნიანიძის ვიდეომიმართვაში კი ნათქვამია, რომ მის
ძმას არაერთხელ დაემუქრნენ იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადებით. ერთხელ, მსგავსი ბრალდებით დაკავებისას კი ის გამართლდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღიძრა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: Reitingi.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
თქვე სულით მახინჯებო აბა რა ქნას შეეგუოს უსამართლობას?
გადაგვარებული ქართველები
11:17 21-08-2019
6
სანამ პირადად არ შევეხოთ რეჟიმი ხმა მანამდე არ ამოიღეთ ხო?? ბავშვებს, რომ თვალები დათხარეს მაშინ სად იყავით ოჯახი?
ლაშა
23:44 20-08-2019
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული