წულუკიანი მეკლდეურების საოლიმპიადე მზადებას გაეცნო

AutoSharing Option
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე მეკლდეურობის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და მიმდინარე საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა შპს „სპორტმშენსერვისის“ დირექტორი თორნიკე ტყეშელაშვილი, რომელიც ფედერაციასთან ერთად ვაკეში მდებარე მეკლდეურობის დარბაზის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებას დაიწყებს.

თეა წულუკიანი ფედერაციის მიერ წარმოდგენილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადების გეგმას გაეცნო, რომლის მიხედვითაც გაწერილია ქართველი მეკლდეურების მზადების ყველა ეტაპი, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში ჩასატარებელი მოსამზადებელი შეკრებები და ტურნირები.

მინისტრმა ფედერაციას მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და
განაცხადა, რომ მეკლდეურობაში პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება დიდი მიღწევა იქნება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა თბილისში სამი სხვადასხვა მიწის ნაკვეთი საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებელი კედლის მშენებლობისათვის.

წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

altოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ხმლით ფარიკაობასა და დაშნაში

altშეხვედრა გორის მერ ხინჩეგაშვილთან - სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა

altთეა წულუკიანი მეკლდეურობის ფედერაციას ესტუმრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული