
საქვეყნოდ ყბადაღებული ტრადიციული კენჭისყრის ნაცვლად (რომლის დროსაც, როგორც მერე და მერე ირკვეოდა ხოლმე, ხმების ყიდვა-გაყიდვა ჩვეულებრივი საქმე ყოფილა), სოკ-მა და ოლიმპიადის მსურველმა მხარეებმა სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და სულ ეს იყო.
"მდიდარი ოლიმპიური ტრადიციების მქონე ორი დიდი ქვეყნის ორი დიდი ქალაქი ღირსია, უმასპინძლოს ოლიმპიადას" - განაცხადა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
პარიზიც და ლოს ანჯელესიც უკვე მესამედ გახდებიან ოლიმპიადის დედაქალაქები. უახლოესი, 2020 წლის
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"