ბახის თქმით, ის პრევენციულ ნაბიჯები, რომელიც რუსეთმა შეიძლება დოპინგთან ბრძოლის მხრივ მოიმოქმედოს, ვერ დაეხმარება მას თავიდან აიცილოს საჯარიმო სანქციები უკვე მომხდარ ინციდენტებზე.
"ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ადამიანს რუსეთში მიაჩნია - თუ პრობლემის მოგვარებას მომავლისთვის გადადებენ, წარსული დავიწყებული იქნება. მაგრამ ჩვენ ვერ დავივიწყებთ იმას, რაც სოჭში მოხდა", -
ბახმა ისიც დააკონკრეტა, რომ სანქციებს შემოიღებენ არა უგვიანეს 2017 წლის ოქტომბრისა. "ჩვენ გვინდა რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ ეს. იმისთვის, რომ რაღაც სანქციები მივიღოთ, უნდა გავარკვიოთ - რამდენად ღრმად ჰქონდა გამჯდარი ფესვები რუსეთში სადოპინგო მანიპულაციების სისტემას.
ჩვენ ცხადად მივანიშნეთ: წარსულის გამო, იმის გამო, რაც მაშინ მოხდა, სანქციები გამოტანილი უნდა იყოს.
ერთის მხრივ, ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი: "დიახ, ჩვენ გვაქვს პრობლემა, ეს უნდა ვაღიაროთ". მეორეს მხრივ, ზოგიერთი ჩინოვნიკი და პარლამენტარი აგრძელებს ამის იგნორირებას", - დაამატა ბახმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"