საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჯერ არ მიუღია 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის გუნდის დაშვების გადაწყვეტილება, მაგრამ თუ რუსების ოლიმპიურ ნაკრებს პიონჩანგში გამოსვლის უფლებას მაინც მისცემენ, ეს მოხდება მეტად მკაცრი სანქციების თანხლებით.
ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები დასჯის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ - რუსეთის ნაკრების არდაშვებას ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. გარდა ამისა, მთელი ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას არ შესრულდება რუსეთის ეროვნული ჰიმნი.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"