ნინო წიკლაურის გამოსვლა ზამთრის ოლიმპიადაზე გადაიდო

AutoSharing Option
12 თებერვალს ზამთრის ოლიმპიადაზე ძლიერი ქარის გამო გადაიდო ასპარეზობა გიგანტურ სლალომში ქალებს შორის.

ორშაბათს, 4 საათსა და 15 წუთზე უნდა ყოფილიყო პირველი ცდა და 8 საათსა და 45 წუთზე - მეორე, მაგრამ ორგანიზატორებმა ჯერ გადადეს სტარტი, შემდეგ კი 15 თებერვლისთვის გადაიტანეს.

გიგანტურ სლალომში უნდა იასპარეზოს ქართველმა ნინო წიკლაურმა, რომელსაც 61-ე სასტარტო ნომერი აქვს. შეგახსენებთ, რომ ასევე 15 თებერვლისთვის არის გადადებული კაცების სწრაფდაშვება, რომელიც შაბათს უნდა გამართულიყო. 15 თებერვლის განრიგი ასე გამოიყურება:

4:30 გიგანტური სლალომი. ქალები. I ცდა
6:00 სწრაფდაშვება. კაცები
8:15 გიგანტური სლალომი. ქალები. II ცდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული