8 წელი ვანკუვერის ტრაგედიიდან

AutoSharing Option
ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსათვის ტრაგიკულად დაიწყო.

მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა.

ნოდარი შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მიზანდასახული, მრავალმხრივად განათლებული ახალგაზრდა გახლდათ.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ჰქონდა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა.

ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება.

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მისი ხსოვნისადმი საუკეთესო პატივის მიგება,საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისაგან შეპირებული და შემდეგ მიჩუმათებული ნოდარის სახელობის საციგაო ტრასის აშენება იქნება ბაკურიანში,ან თუნდაც სადმე სხვაგან საქართველოში.არ ვიცი ვინ არის დამნაშავე,მაგრამ ფაქტია 8 წელი გავიდა და ასრულებაზე კი არა,ამ პირობაზეც ხმას აღარავინ იღებს.ნოდარის სული კი, მათ გარეშეც ნათელში იქნება.
სოსო
11:36 13-02-2018
0

სიახლეები პოპულარული