ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, მიწის მფლობელს, რომელიც კონსტრუქციის მშენებლობას გეგმავდა, მათთვის შესაბამისი ნებართვის მოთხოვნით არ მიუმართავს.
ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ბერიძის განმარტებით, ეკლესიასთან, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი განისვენებს, მიმართვის შემთხვევაშიც არანაირი ნებართვის გაცემა არ იგეგმება.
მისივე თქმით, ბორჯომის ბიუჯეტიდან ქუმარიტაშვილის საფლავთან მისი სახელობის სკვერის მოსაწყობად თანხა გამოიყოფა.
ზემოაღნიშნული ატრაქციონის მშენებლობის შემთხვევაში, ნოდარ ქუმარიტაშვილის მშობლები ცხედრის საგვარეულო სასაფლაოზე გადასვენებას გეგმავდნენ. ამასთან ერთად, დაღუპული სპორტსმენის მამა, დავით ქუმარიტაშვილი სხვა
"ელემენტარული, ეკლესიის ირგვლივ ღობე ვერ გააკეთეს, ზაფხულობით ნახირი შემოდის და ნაკელის გროვაა როგორც ეკლესიის ეზოში, ასევე საფლავის ირგვლივ. არავის ადარდებს, მოუაროს ამ ტერიტორიას. ტურისტები რომ მოდიან, მრცხვენია. რატომ დამასვენებინეს ამ ადგილზე, თუ არავინ მიხედავდა? იძულებული ვარ, მოვიწვიო ჟურნალისტები, საზოგადოება და მათ თვალწინ ამოვასვენო ჩემი შვილი", - აცხადებს დაღუპულის მამა.
იხილეთ ვრცლად
წყარო: sknews.ge
ჩამოგვემხო სანწუხაროდ.თუმცა სადღაა ქვეყანა.გუბერნია გავხდით,თავისი კუპცებით.