ოზურგეთი კაიაკინგში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

AutoSharing Option
ფოტო: Bzhuzha race

კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი Bzhuzha race, რომელიც 2018 წლიდან EKEC-ის (ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატი) წევრი გახდა და ევროპის ჩემპიონატის სტატუსიც მიენიჭა, ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, მდ. ბჟუჟზე, მიმდინარე წლის 8-10 მაისს გაიმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

EKEC მოიცავს 5 ჩემპიონატს, რომელსაც საქართველოს გარდა, ევროპის 4 ქვეყანა მასპინძლობს: საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია და ჩეხეთი.

კაიაკინგის ჩემპიონატი მდინარე ბჟუჟის ხეობაში 2016 წლიდან ტარდება. მასში მონაწილეობას მსოფლიო კაიკერთა რეიტინგის ტოპ 10-ეულის წევრები იღებენ.

წელს პირველად, კაიაკინგის ჩემპიონატს სპონსორობას კომპანია Red
Bull-ი გაუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული