ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი სპორტსმენების გაცილების ცერემონია გაიმართა

AutoSharing Option
ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის XV ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა.

სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ცერემონიის ბოლოს სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, რომელიც მძლეოსანმა მედეა შონიამ წაიკითხა.

ოლიმპიურ ფესტივალს 21-27 ივლისს ბაქო უმასპინძლებს. თამაშებში მონაწილეობას ევროპის 49 ქვეყნის 14-18 წლის ასაკის 3600 სპორტსმენი მიიღებს.

ფესტივალის პროგრამაში სულ სპორტის 10 სახეობაა. საქართველოს დელეგაცია 6 სახეობაში 36 სპორტსმენით
იასპარეზებს.

დელეგაციის მედროშე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი იქნება.

ოლიმპიურ მისიას გიორგი ესაკია უხელმძღვანელებს. ფესტივალზე იმსაჯებენ მიხეილ გრძელიძე (ჭიდაობა) და ბესარიონ გამსახურდია (სპორტული ტანვარჯიში).

2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისმა უმასპინძლა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა 4 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

2017 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელსაც დიორმა უმასპინძლა, ჩვენი დელეგაციის ანგარიშზე 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია.

ბაქოში საქართველოს ოლიმპიური გუნდის დევიზია "უკეთ, ვიდრე დიორში".

"სპორტული შედეგებით წლევანდელი წელი მართლაც განსაკუთრებულია, ისევე, როგორ გასული წელი. ასეთი სპორტული შედეგები და მიღწევები საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა. მინდა აღვნიშნო მინსკის ევროპული თამაშები, საიდანაც ჩვენი სპორტსმენები რეკორდული შედეგით - 30 მედლით დაბრუნდნენ. ეს იმის იმედს გვაძლევს, რომ თქვენ, როგორც მომავალი ოლიმპიელები, გააგრძელებთ ამ წარმატებულ გზას.

აქვე მინდა აღვნიშნო "ფიბა ევროპის" ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, თბილისი ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქართული კალათბურთისთვის, არამედ მთლიანად ქართული სპორტისთვის. ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს სპორტში ახალგაზრდების მეტი ჩართულობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

უკვე დაგეგმილია 15 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა. ჩვენს ქვეყანაში უკვე ხორციელდება და დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ოლიმპიურ კომიტეტს, ფედერაციებს, მწრვთნელებს იმ ერთობლივი მუშაობისთვის, რის შედეგადაც ქართული სპორტი მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის.

გისურვებთ წარმატებებს და ქართველი გულშემატკივრის გახარებას!" - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დელეგაციის შემადგენლობა:

ცურვა
1. მამუკა შენგელია
2. გიორგი ერაძე
3. ირინა მინჟულინა – მწვრთნელი

ველოსპორტი

1. გიორგი ქვაბელაშვილი
2. გიორგი ხორგუანი
3. საბა ურუშაძე
4. ომარი ფხაკაძე - მწვრთნელი
5. ავთანდილ მიკუჩაძე - მწვრთნელი

ჩოგბურთი

1. კატრინ ესაძე
2. ლიზი დოლიძე
3. მარინე მალაციძე - მწვრთნელი

მძლეოსნობა

1. მედეა შონია - სიგრძეზე ხტომა
2. გიორგი ყეინაშვილი - ბირთვის კვრა
3. გიორგი ქურიძე - სიმაღლეზე ხტომა
4. ნიკა ბოსტაღანაშვილი - ჭოკით ხტომა
5. მაქსიმ მარდასოვი - 110 მ/თ
6. ვასილ ბერიშვილი - მწვრთნელი
7. დავით მანთიძე - მწვრთნელი

ძიუდო

1. ნიკა ბაჩიაშვილი - 50კგ
2. გუგა ამირხანაშვილი - 55კგ
3. კოტე კაპანაძე - 60კგ
4. ელგუჯა ჭინჭარაშვილი - 66კგ
5. გიორგი იანტბელიძე - 73კგ
6. აკაკი ჯაფარიძე - 81კგ
7. თორნიკე ფოლადაშვილი - 90კგ
8. გიგა ტატიაშვილი - +90კ
9. ლოლიტა გაბუნია - 44კგ
10. დიანა გაგოშიძე-ფილკინა - 48კგ
11. მარიამ ლაფაჩიშვილი - 63კგ
12. გვანცა სომხიშვილი + 70კგ
13. გიორგი ყიზილაშვილი - მწვრთნელი
14. ლომერ ჟორჟოლიანი - მწვრთნელი
15. კახა მოცრაძე - მწვრთნელი

თავისუფალი სტილით ჭიდაობა

1. ნიკოლოზ სანთელაძე - 45 კგ
2. ლუკა გუგეშაშვილი - 48 კგ
3. ოთარ მამულაშვილი - 51 კგ
4. ბეჟან ბარსონიძე - 55კგ
5. დავით აბდალაძე - 60კგ
6. დავით ფაცინაშვილი - 65კგ
7. გიორგი კვინიკაძე - მწვრთნელი
8. ალექსანდრე პატარქალიშვილი - მწვრთნელი

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა

1. დავით გვასალია - 45კგ
2. ხვიჩა აბულაძე - 48კგ
3. ნუკრი ბენიძე - 51კგ
4. რომეო ბერიძე - 55კგ
5. ნიკა ბროლაძე - 60კგ
6. ნიკოლოზ მარგველაშვილი - 65კგ
7. ხვიჩა ქორიძე - მწვრთნელი
8. მამუკა სულთანიშვილი - მწვრთნელი

ადმინისტრაცია

1. გიორგი ესაკია - მისიის ხელმძღვანელი
2. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი
3. ვანო მეკრავიშვილი - ადმინისტრაციული პერსონალი
4. თეონა ომანაძე - პრესატაშე
5. გიორგი კერესელიძე - ადმინისტრაციული პერსონალი
6. მამუკა გალდავა - სამედიცინო პერსონალი
7. ლევან ლინნიკი - სამედიცინო პერსონალი

ოლიმპიური სოფლის გარეთ

1. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი
2. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი

ფესტივალზე აკრედიტებული მსაჯები

1. მიხეილ გრძელიძე - ჭიდაობა
2. ბესარიონ გამსახურდია - სპორტული ტანვარჯიში


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული