1. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
2. გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრან პრი მოიგო.
3. ლიკა ჯიჯეიშვილმა მსოფლიო თასზე პირველი ადგილი დაიკავა.
5. ვაკო გვილიამ გაიტანა - "ლეგიამ" გაიმარჯვა.
6. ბაჩანა არაბულმა "პანიონიოსი" მარცხისგან 90+2-ე წუთზე იხსნა.
7. ლუკა ზარანდიამ "გენტთან" საგოლე გადაცემა გააკეთა.
8. გიორგი მაკარიძემ ზედიზედ მეოთხე მატჩში არ გაუშვა გოლი.
9. რაგბის მსოფლიო თასი: იტალიამ ნამიბიას ადვილად მოუგო, შოტლანდიამ ირლანდიასთან მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და უშანსოდ დამარცხდა, ინგლისმა ტონგას უპრობლემოდ მოუგო.
10. ეკა გორგოძემ სენ მალოს ტურნირიც მოიგო.
11. "რეალმა" ქარიმ ბენზემას თავურით "სევილიას" სძლია და "ბარსელონას" 4 ქულით გაექცა.
12. "ლივერპულის" ექვსიდან ექვსი გამარჯვება - "ჩელსიც" დამარცხებულია.
13. საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს მიხედვით, რუსეთის მხარე თითქმის 2 წლის განმავლობაში მალავდა მონაცემებს, რათა სპორტსმენებს შორის დოპინგის რეგულარული მოხმარების ფაქტები დაემალა. სწორედ ამის გამო The Telegraph-ი ვარაუდობს, რომ რუსეთის მიმართ შესაძლოა მკაცრი სანქციები ამოქმედდეს და ოლიმპიადაზე არ დაუშვან.