ნარდში თბილისის ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
29 სექტემბერს დასრულდა 2019 წლის ქალაქ თბილისის ჩემპიონატი ნარდში, რომელიც თბილისის ნარდის ფედერაციის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

თბილისის 2019 წლის ჩემპიონატი ნარდის 3 სახეობაში გაიმართა: ძირითადი ტურნირი (ნარდის ოსტატთა), ქალთა და მოყვარულ მონარდეთა შორის.

ძირითადი ტურნირის (ნარდის ოსტატთა შორის) გამარჯვებული და ქალაქ თბილისის 2019 წლის ჩემპიონი ვლადიმერ ხარხელაური გახდა, მე-2 საპრიზო ადგილზე ვახტანგ შანიძე გავიდა, მე-3 ადგილი ლევან ქარელმა მოიპოვა, მე-4 გაი ფოჩხუა იყო.

ქალთა შორის 2019 წლის თბილისის ჩემპიონი ეკატერინე ძანძავა გახდა, მე-2 ადგილზე გულიკო
ბუჩუკური გავიდა, ხოლო ლალი ქურციკიძემ მე-3 ადგილი დაიკავა.

დაძაბული ბრძოლა გაიმართა მოყვარულ მონარდეთა შორის, სადაც ფინალურ რაუნდში 32 მონაწილე ასპარეზობდა. საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. დემურ მაღლაკელიძე
2. შოთა რევიშვილი
3. თეიმურაზ ქურციკიძე
4. ზურაბ ჩიგოგიძე

აქვე გაცნობებთ, რომ 5 და 6 ოქტომბერს, თბილისობა 2019-ის ფარგლებში, თბილისის თასი გათამაშდება, რომელიც თბილისში სადღესასწაულო დღეებში, რიყეზე მოეწყობა, სადაც მონაწილეობა ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

ძირითად ტურნირთან ერთად ქალთა და წყვილთა ტურნირები გაიმართება. თბილისის თასის გათამაშების ტურნირებში გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული