"გავიდეთ და ბურთი თავზე დავახიოთ" - ზურიკო დავითაშვილის სიტყვა ხორვატიასთან თამაშის წინ - 17 ოქტომბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2. ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე გამოვა.

3. მაკგრეგორი ბრუნდება - ცნობილი გახდა, ვინ იქნება მისი მეტოქე დეკემბერში.

4. "ბარსელონას" ლეგენდა პირდაპირ ეთერში ატირდა.

5. ზუსტად 20 წლის წინ: მიხაილ შუმახერი დაბრუნდა, თანაგუნდელს ჩემპიონობა დააკარგვინა და საუკეთესო გახდა.

6. შოთა არველაძემ ინტერვიუ აზერბაიჯანულ გამოცემას მისცა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

7. ცნობილი გახდა, რომ  საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უკრაინას ორჯერ შეხვდება.

8. ესპანურმა fichajes.net-მა რუსეთში დავითაშვილი და კვარაცხელია გამოარჩია.

9. თორნიკე შენგელია კარგად გაისარჯა, მაგრამ დე კოლოს
ვერაფერი მოუხერხეს
.

10. "ბარსელონასა" და "რეალის" მატჩი გადაიტანეს.

11. Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" 4 პოზიციაზე 6 ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.

12. საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრმა, თბილისის "ლოკომოტივის" მოთამაშე გიორგი იაკობიძემ გაზეთ "ლელოსთან" საუბარში თქვა, თუ რა სიტყვებით მიმართა ზურიკო დავითაშვილმა ნაკრების ფეხბურთელებს: "ჯერ იმიტომ უნდა ვითამაშოთ მაგრად, რომ ჩვენ უკან საქართველოა; მეორეც, ელიტრაუნდში პირველ ადგილზე გასვლით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას გავიადვილებთ; მესამე, ხომ გვინდა რომ დაგვაფასონ (ხორვატები, რომლებიც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სასტუმროში, გამარჯობას არავის ეუბნებოდნენ) და ზემოდან აღარ შემოგვხედონ?! ჰოდა, გავიდეთ და ბურთი თავზე დავახიოთ".
მკითხველის კომენტარები / 18 /
გენაცვალეთ ბიჭებოოო! ასეთი შემართებით---ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგიძლიათ!
ფერნანდო
10:54 18-10-2019
0
მშვენიერი გამაღიზიანებელი მიუციათ ხორვატებს.ჰოდა მიიღეს,რაც ეკუთვნოდათ.საქართველო ყოველთვის თქვენ ზურგს უკანაა ბიჭებო და ეს,არასოდეს დაივიწყოთ.წარმატებები.
სოსო
13:23 18-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული