"ზენიტი" თუ ევროპა? მე ევროპას ავირჩევ - საბა კვირკველიას თანაგუნდელი - 7 ნოემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. გოგა ბითაძის პირადი რეკორდი ქულებში - "ინდიანა" "ვაშინგტონს" გაუსწორდა.

გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!

2. ლევან კობიაშვილმა "ფეისბუქის" საშუალებით გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.

3. მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს.

4. შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ანშლაგი იქნება - ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია!

5. თორნიკე შენგელიას 12 ქულა და 9 მოხსნა - "ბასკონიას" მარცხი "მილანოსთან".

6. ევროპა ლიგა. IV ტური: "სევილია", "სელტიკი" და "ბაზელი" პლეი-ოფში გავიდნენ.

პლეი-ოფში "მანჩესტერი" და "ესპანიოლიც" გავიდნენ - "გენტი"
გალიდერდა, ქვილითაია კი 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

7. უცნაური ამბავი: კეისუკე ჰონდამ კამბოჯის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა და "ვიტესის" ფეხბურთელი გახდა.

8. ტვინის შერყევის გამო გოგა ბითაძე "დეტროიტთან" ვერ ითამაშებს.

9. იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალს მიიღებს.

10. ფორმულა 1 "ფერარის" გარეშე? იტალიურ გუნდს ჯერ პასუხი არ აქვს.

11. მხიარული ეპიზოდი NBA-ში: "მილუოკის" კალათბურთელს ბურთის გათამაშება დაავიწყდა და...

12. კრიკეტის 2.5-მეტრიანმა ფანმა ინდოეთში შესაბამისი სასტუმრო ვერ იპოვა.

13. საბა კვირკველიას თანაგუნდელმა, მოსკოვის "ლოკომოტივის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ალეკსეი მირანჩუკმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ არჩევანის გაკეთება სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსა" და ევროპულ კლუბს შორის მოუწევს, აუცილებლად ევროპაში წავა. მირანჩუკმა "იუვესთან" გამართულ 2-ვე შეხვედრაში გაუტანა გოლი ტურინულ გრანდს.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე წერთ თითქოს კალთებს ახევდა ვინმე.
ჟორა
22:56 01-12-2019
0
მახსოვს საბას ინტერვიუ, ლევანტეში და მსგავს გუნდში წასვლას ლოკომოტივი მირჩევნიაო.. მერამდენე შემთხვევაა ეს ქართველისთვის კი ვხედავთ. ელოდოს ახლა სიომინს როდის მოუბრუნდება გული..
Chaach
16:55 08-11-2019
0

სიახლეები პოპულარული