2. გიორგი შერმადინის ლამაზი ჩატენვა, 100%-იანი შედეგი და გამარჯვება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.
3. საბა ლობჟანიძემ პენალტი მოიპოვა და პანენკას სტილში შეასრულა.
4. თორნიკე შენგელიამ "მურსიასთან" კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა.
5. კიტეიშვილმა ანგარიში 0:3 გახადა და შემდეგ გასაკვირი ამბავი მოხდა.
6. ვერტონგენმა პირველად გაიტანა, თან კომპენსირებულ დროში და მოურინიო კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა.
7. "იუვენტუსმა" მოიგო - რონალდომ დუბლი შეასრულა.
8. სუპერ დე ბრუინემ "მანჩესტერ სიტის" "არსენალი" უპრობლემოდ დაამარცხებინა.
9. ჩაკვეტაძე მხოლოდ 11 წუთი ათამაშეს, ქვილითაიას გოლი გაუუქმეს - "გენტი" დამარცხდა.
10. 95-ე წუთზე კურტუას თავური მეკარემ მოიგერია, ბენზემამ შემდეგ ყველას დაასწრო, 1:1 და წინ ელ კლასიკოა.
11. championat.com: გასაკვირია საბა კვირკველიას უთამაშებლობა - მის ბრწყინვალე დაბრუნებას ველით.
12. "ინტერმა" "ფიორენტინასთან" გამარჯვება ხელიდან კომპენსირებულ დროში გაუშვა.
13. 15 დეკემბერს, სეგუნდა დივიზიონის მატჩში "რაიო ვალეკანო" "ალბასეტეს" მასპინძლობდა და "რაიოს" ფანებმა თავიანთი კლუბის ყოფილ ფეხბურთელს "გულთბილი" დახვედრა მოუწყვეს. თამაშის დაწყებიდანვე უკრაინელ ფორვარდ რომან ზოზულიას მიმართ შეძახილები არ წყდებოდა - "ზოზულია დედამ.....ლი ნაცისტია! "ზოზულია დედამ.....ლი ნაცისტია!" შეხვედრის მე-40 წუთზე თამაში შეჩერდა, თუმცა გუნდებმა პირველი ტაიმი ბოლომდე მიიყვანეს. აი, გასახდელიდან გამოსვლაზე "ალბასეტეს" ფეხბურთელებმა უარი განაცხადეს, არათუ მოედანზე, სტადიონიც კი არ დატოვეს, სანამ "რაიოს" ბოლო ფანი არ წავიდა "ესტადიო დე ვალეკასიდან". აღნიშნულ შემთხვევას წინარე ისტორიაც აქვს - ზოზულია 2017 წელს "ბეტისიდან" "რაიოში" გაანათხოვრეს, ხოლო ფანებმა ის ულტრამემარჯვენე იდეების მხარდაჭერის გამო არ მიიღეს და უკრანელმა კლუბში 1 მატჩიც ვერ ჩაატარა. "რაიო ვალეკანო" ვალეკასის ყოფილი მუნიციპალიტეტის, ახლა კი ვალეკასის დასახლების გუნდია, სადაც ხალხის უმრავლესობა მემარცხენე ღირებულებებით ცხოვრობს და მათთვის ნაციონალისტური და ნაცისტური იდეები მიუღებელია.