საბა ლობჟანიძემ პენალტი მოიპოვა და პანენკას სტილში შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 დეკემბერს, დანიის სუპერლიგის მე-20 ტურში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი".

შეხვედრის მე-9 წუთზე ლობჟანიძემ პენალტი გამოიმუშავა და პანენკას სტილში გაიტანა. ის 84-ე წუთზე შეცვალეს.

საბას ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 15 მატჩში 8 გოლია.

სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა პარუნაშვილმა.

"რანდერსი" 30 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო "ესბიერგი" 13 ქულით - ბოლოსწინა, მეცამეტეზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ძალიან მაგარი ბიჭია,წარმატებები ს
0

სიახლეები პოპულარული