"მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელურად, სპორტისთვის თავი არ დაენებებინა" [PHOTO]

AutoSharing Option
16 თებერვალს UFC FIght Night 167 გაიმართა, სადაც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ორთაბრძოლა შედგა. ჩვენებურმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ქეისი კენი დაამარცხა და საუკეთესო თხუთმეტეულში შევიდა.

სოციალურ ქსელებში მერაბ დვალიშვილის ძმამ, მიხეილ დვალიშვილმა საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. გთავაზობთ უცვლელად:

"მინდა მივულოცო ჩემს ძმას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიცი, რომ ის კიდევ ბევრჯერ უფრო დიდი მასშტაბებით ასახელებს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰყავდა სპონსორი, მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელურად, სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა და მიდის იმ წარმატებისკენ,
რასაც ყველანი ვხედავთ. მიუხედავად ბევრი სირთულის და იმედგაცრუებისა, არ დაკარგა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული. ამიტომ ასე ამაყად აფრიალებს ქართულ დროშას და გამოდის არენაზე ქართული მუსიკის თანხლებით... მთავარი წარმატებები მერაბს წინ ელოდება, რადგან ურთულესი გზა უკვე გაიარა და ახლა ნაყოფის მომკის დრო ახლოვდება... მჯერა, ის შეძლებს UFC ჩემპიონის ქამრის მოგებას და საქართველოში ჩამოტანას...! "

Sportall.Ge


Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge


Sportall.Ge

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 11 /
ასეთებს ყოველთვის უფასთებათ შრომა.უამრავი წარმატებები მერაბს,მართლა მოსავლის აღების დროა
Levan
17 თებერვალი 2020 20:42
0
ყოჩაღ მერაბ კაი კაცი ხარ, დასაფასებელი! ჩემპიონობა მოგველოცოს მალე!
დავითი
17 თებერვალი 2020 21:32
0
ძალიან დავაფასე ეს კაცი! წარმატებები!
მიშა
17 თებერვალი 2020 22:27
0
არა რა, ქრთველებს გადაშენება არ გვიწერია!!!
ბმბ
18 თებერვალი 2020 00:46
1
გამრავლდეს ასეთი მაგარი ქართველები!
მაია
18 თებერვალი 2020 09:37
0
ასეთ მშრომელ და მიზანდასახულ კაცზე ყველანაირი წარმატება ალალია
კოტე
18 თებერვალი 2020 09:29
0
მაგ ყველაფრის გარდა,რასაც სურათზე ხედავთ,მაგარი უბრალო,წესიერი,თავმდაბალი ადამიანია. მაგასაც სთავაზობდნენ კრიმინალები გვერდში დგომას,მაგრამ არ გაეკარა.ბრუკლინში ყველამ ყველაფერი იცის. გულით მინდა დიდ წარმატებას მიაღწიოს.გფარავდეს უფალი
ლევან
18 თებერვალი 2020 05:09
1
რათქმაუნდა ყველა ქართველს ვგულშემატკივრობ, თუმცა ამ ბიჭს აწი გაათმაგებული სიყვარულით ვუქომაგებ !!!
ბევრი წარმატება და ტიტული სამაგალითო ადამიანო!
გიორგი
18 თებერვალი 2020 13:13
0
გაგიმარჯოს ღმერთმა
maxo
18 თებერვალი 2020 10:58
0
რა უნდა თქვა, სხვისთვისაც მაგალითია, არ უნდა შეუშინდე არაფერს და იბრძოლო, ღმერთი შეეწიოს ასეთ ადამიანებს, ყველა ქართველს ვინც ასე შრომობს შინ და გარეთ.
ზ, გ.
18 თებერვალი 2020 05:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული