მოსკოვში გადაწყვიტეს, კვირკველია ბელარუსთან გასამართ შეხვედრამდე ვერ ითამაშებს, ტაბიძეს 1 მატჩი გაუცდება - 10 მარტის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. არის პირველი გამარჯვებაც - ტოჩინოშინმა ჩვეულ სტილში მოიგო.

2. ჩატარდება თუ არა უმაყურებლოდ საქართველო VS ბელარუსი - რას ამბობენ სფფ-ში.

3. შერმადინი ბომბარდირი და საუკეთესო იყო - პლეი-ოფის გადამწყვეტი მატჩი ტენერიფეში გაიმართება.

4. ჯიმი ტაბიძე ტურის სიმბოლურში - მას თავდადებული თამაში დაუფასეს.

5. რუსი მორაგბე: ბოლოს და ბოლოს საქართველოს ნაკრები უნდა დავამარცხოთ - ეს შეგვიძლია.

6. ლევან მაისაშვილი: რუსეთთან მატჩი ჩემპიონობის გვირგვინი უნდა გახდეს.


8. "უნიონი" გერმანიის მთავრობას არ დაემორჩილება და "ბაიერნთან" მატჩს მაყურებლების გარეშე არ ჩაატარებს.

9. მარკიზიო თვითიზოლაციის წესის დამრღვევებს: თავს მძ....ად არ თვლით?

10. ჩვენს მეტოქე სომხეთის ნაკრებს ხოაკინ კაპაროსი გაწვრთნის.

11. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ბრძანების მიხედვით, 2020 წლის 10 აპრილამდე რუსეთის დედაქალაქში ყველა საჯარო ღონისძიების ჩატარება აიკრძალა, რომელშიც 5000 ადამიანზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება ქართველ ფეხბურთელებზეც იმოქმედებს.

საბა კვირკველია, ფაქტობრივად, 26 მარტამდე ოფიციალურ შეხვედრას ვეღარ გამართავს, მომდევნო ტურის მატჩს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს, 21 მარტს კი "ლოკომოტივს" მოსკოვში ჰქონდა თამაში.

15 მარტს ცესკასთან გასამართი მატჩი გაუცდება ჯიმი ტაბიძეს, თუმცა საქართველოს ნაკრების მცველი 22 მარტს, სახლში, "ტამბოვის" წინააღმდეგ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული