დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის სიტყვიერ თანხმობას ელოდებოდნენ, ჩიქოვანის თანხმობის შემდეგ კი მოსამართლემ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა გოგშელიძის ადვოკატის, არჩილ დეკანოზიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა გირაოს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
"სისხლის სამართლებრივი დევნა სამივე ბრალდებულზე შეწყვეტილია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკითხულ იქნა
შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე სამივე ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ძალადობასა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებულებმა ციხე მას შემდეგ დატოვეს, რაც დანაშაული აღიარეს.
IPN