ოლიმპიური ჩემპიონები ბექაური და ტალახაძე მზად არიან, ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სასამართლოს მოვთხოვთ აუცილებლად, რომ ზურაბ ზვიადაურს გირაო შეეფარდოს. ასევე ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ სასამართლოს, - ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა კახა ცნობილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავდებში ჩადგომის სურვილი მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ გამოთქვეს.

„ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და არამარტო ბექაური, ლაშა ტალახაძეც იქნება, მზად არიან ჩაუდგნენ თავდებში ამ ადამიანს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა)
წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური.

წყარო: palitravideo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული