თინა კანდელაკს "გაზპრომ მედიის" ვიცეპრეზიდენტობა "ჩაახუტეს"

AutoSharing Option
რუსულ ჰოლდინგ "გაზპრომ მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილედ წარმოშობით ქართველი, რუსეთის მოქალაქე თინა კანდელაკი დანიშნეს.

იქამდე კანდელაკი "მატჩ ტვ"-ის გენერალური პროდიუსერი იყო.

"უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩვენი ჰოლდინგის წინაშე, რომელიც უდიდესი კონკურენციის ფონზე მუშაობს, ძალიან ამბიციური გამოწვევები დგას.

გენერალური დირექტორის მხრიდან მიღებული ეს შემოთავაზება "მატჩ ტვ"-ის პროდიუსერობაზე არანაკლებ დიდი გამოწვევა იყო. მთელ ძალისხმევას ჩავდებ, რათა ამოცანები ფრიადზე გადავჭრათ", - თქვა კანდელაკმა.

"გაზპრომ მედია" რუსულ და ზოგადად, პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ყველაზე მდიდარი და უხვი რესურსების მქონე მედიაჰოლდინგი გახლავთ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი მმართველი წრეების
მიერ პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენება ხოლმე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მკითხველის კომენტარები / 24 /
აბა გაბერილა საქართველო,გაზპრომის უფასო გაზით!გვკითხულობს?ვკითხულობთ?რა ყოველ წამს გვატენით?!თავისი გზა აქვს და იაროს,ჩვენ კი მოგვაშორეთ რა!
სოსო
11:55 09-09-2021
5
ჩვენ მოგვწონს-არ მოგვწონს, ფაქტია რომ კოლოსალური წარმატებაა, რეალურ ზღაპარში მოხვდა თავისი გავლენით და ფინანსებით. რა ვინმეს შვილია იქ თუ ნათესავი, ფიზიკური მონაცემები აქაც ბევრ ქალს აქვს, უკეთესიც, მაგრამ კაფეს და მაქს სამკერვალოს იქით ვერ წავიდნენ, სასტუმროს მენეჯერი მაქსიმუმ.საკუთარი თავის ჭკუით "რეალიზაცია"მოახდინა და აიწყო ცხოვრება. აი ნახეთ, თუ როდესმე აღფგა დიპლომატ.ურთიერთობა რუსეთთან, ელვობის რეალური კანდიდატი ოქნება.
გიგა
11:05 09-09-2021
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული