"ზამთრის თამაშების ოლიმპიური სოფლები ოფიციალურად მომავალი წლის 27 იანვრიდან გაიხსნება, რათა მთელი მსოფლიოს სპორტსმენებს მივესალმოთ", - აცხადებს პეკინის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩინეთის დედაქალაქის ვიცე-მერი ჩჟან ცზიანდუნი.
"პეკინი-2022"-ის წარმომადგენლის თქმით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 2 თებერვალს დაიწყება.
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ასპარეზობები სამ კლასტერში - პეკინში (ჰოკეი, ფიგურული ციგურაობა, ციგურებით რბენა, კერლინგი), ჩცანცზიაკოუსა (ბიატლონი, ბარის თხილამურობა, ტრამპლინიდან ხტომა) და იანცინში (სამთო თხილამურობა და
საგანგებოდ ზამთრის თამაშებისთვის ჩინეთში ოლიმპიური სოფლები აშენდა ჩჟანცზიაკოუსა და იანცინში.
XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები სტარტს აიღებს 2022 წლის 4 თებერვალს და 20 თებერვლამდე გასტანს.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
პეკინი უნიკალური მოვლენის ავტორი ხდება