ქართველი ოლიმპიელის გაუმჯობესებული და წარმატებული გამოსვლა

AutoSharing Option
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეთორმეტე საშეჯიბრო დღეს მედლების კომპლექტი სამთო მოთხილამურეებმა სლალომში გაითამაშეს.
იასპარეზა სოსო ჯაფარიძემაც.

ქართველმა მოთხილამურემ პირველი დაშვებისას ტრასის გავლას 1.02,02 წუთი მოანდომა და ფინიშის ხაზი 41-ე შედეგით გადაკვეთა. გაცილებით უკეთ გამოვიდა მეორე დაშვებისას - ტრასა 55.87 წამში გაიარა და 30-ე შედეგი დააფიქსირა.

ქართველმა ოლიმპიელმა ორი დაშვების ჯამში წამზომი 1.57,89 წუთზე შეაჩერა და შედეგად 32-ე ადგილი დაიკავა, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ სარბიელზე 88 მონაწილე წარდგა და აქედან ტრასა მხოლოდ 45-მა მოთხილამურემ გაიარა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

alt

გუბანოვას შთამბეჭდავი გამოსვლა - ქართველი სპორტსმენი ათეულში [VIDEO]

altსპორტული ცეკვები და ქართული წყვილი ოცეულში

altქართველი მოთხილამურე 2 დაშვების ჯამში 42-ე ადგილზეა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული