ვიტალი კლიჩკო მზადაა რუსეთთან საომრად წავიდეს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებას გმობს

AutoSharing Option
კიევის მერმა და კრივში მძიმე წონით კატეგორიაში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ რუსეთის მიერ ე.წ. დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე რეაგირება მოახდინა.

"უკრაინის" პარტნიორებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღონ! დაუყოვნებლივ. ზედმეტი განხილვისა და გადავადებების გარეშე.

რუსეთმა ევროპის ცენტრში ქვეყნის კბენით საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა დაარღვია და გაჩერებას არ აპირებს. კიდევ რა არგუმენტებია საჭირო ბოლოს და ბოლოს აგრესორის დასაშოშმინებლად?", - წერს ვიტალი კლიჩკო.

14 იანვარს ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში მზადაა ოკუპანტების წინააღმდეგ საომრად წავიდეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რაც ამ ეტაპზე სურდა,რუსეთმა უკვე მიიღო.სანამ ამას არ მოინელებს,ახალ ტერიტორიებზე აღარ გაიწევს.თუ უკრაინა შეტევაზე არ გადავიდა,ამაზე გაჩერდება ჯერჯერობით ყველაფერი და დანარჩენი მსოფლიოს რეაქციას დაელოდებიან. რუსეთის საუკუნოვანი პოლიტიკაა,ლუკმა ლუკმა მითვისება.ნატო ამერიკაც გულზე მჯიღს დაიბრაგუნებს,თავის როლს შეასრულებს და კმაყოფილი სახით,რუსეთს არაფრისმომცემ სანქციებს დაუწესებს,გარკვეული ხნით.
სოსო
09:41 22-02-2022
1
სპორტს და პოლიწიკას ნუ ურევთ ხალხი დამანახეთ :))
გიორგი
07:00 22-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული