"მტანჯველი სიკვდილით მოკვდები, ბილწო! - ჩვენს ქვეყანას თავს ისევ დაესხა გველი" - უკრაინული და თვით რუსული სპორტული საზოგადოება რუსეთის აგრესიის გამო აღშფოთებულია

AutoSharing Option
რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და აგრესორ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. უკრაინაში შეჩერებულია ყველა კულტურული და სპორტული ღონისძიება და საფეხბურთო ჩემპიონატის განახლება გადაიდო.

კიევის "დინამომ" შექმნილ ვითრებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და არავის დავუთმობთ. ჩვენს მხარესაა სიმართლე და ჩვენ გავიმარჯვებთ!

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ხოლო უკრაინელები უჟგოროდიდან ლუგანსკამდე, ჩერნიჰოვიდან სევასტოპოლამდე იამაყებენ იმით, რომ დიადი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, რომლის სახელწოდება უკრაინაა. დიდება უკრაინას! დიდება ერს!"

დონეცკის "შახტარის" რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა
ლუჩესკუმ განაცხადა, რომ მშიშარა არ არის, სამშობლოში არ დაბრუნდება, ომის დამწყები იდიოტები კი რაც შეიძლება მალე უნდა შეაჩერონ.

"მანჩესტერ სიტის" უკრაინელმა ნახევარმცველმა ოლექსანდრ ზინჩენკომ თავის "ინსტაგრამის" გვერდით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა:

"იმედი მაქვს, მტანჯველი სიკვდილით მოკვდები, ბილწო!"

"გენტის" უკრაინელმა ლეგიონერმა რომან ბეზუსმა აღშფოთება სოციალურ ქსელში გამოხატა:

"უკრაინა ყოველ ჩვენგანშია, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ენა თაობიდან თაობას 1000 წელზე მეტია გადაეცემა. სამწუხაროდ, ისევე, როგორც 8 წლის წინ, ჩვენს ქვეყანას თავს ისევ დაესხა გველი... ვლოცულობთ, რომ უკრინელმა გმირებმა ისევ დაიცვან ჩვენი სამშობლო".

ომის დაწყებას გმობენ პროგრესულად მოაზროვნე რუსული სპორტის მოღვაწეები.

"ვერც კი გავიგე, დღეს როგორ გავაკეთო პროგრამა. რა დროს ფეხბურთია... რჩევებს არ ველი, რადგან დარწმუნებული ვარ, ახლა ასეთ რჩევას არავინ მომცემს. ყველაზე უარესი დღე ჩემს ცხოვრებაში. რეკორდი დამხობილია და ისე მოჩანს, ეს რეკორდი სისტემატურად განახლდება. წყვდიადი და უსუსურობა. არ მეგონა, თუ ჩემს ცხოვრებაში ასეთი დღე დადგებოდა", - წერს ჟურნალისტი ვასილი უტკინი თავის ტელეგრამ-არხზე.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ევგენი კაფელნიკოვმა კომენტარი "ტვიტერზე" გააკეთა:

"ერთი ადამიანის სიხარბე ცრემლებამდე მიიყვანს ბევრ რუს დედას".

მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო გუნდის თავდამსხმელმა ფიოდორ სმოლოვმა ომის შეჩერება მოითხოვა: "არა ომს", - დაწერა სმოლოვმა "ინსტაგრამზე".

ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ მედიასაშუალებების საიტებზე რუსების უმეტესობის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა და ისინი ომის წინააღმდეგნი არიან.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან ომი და ეკონომიკური კრიზისი არავის უნდა. დღეს რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, დოლართან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა, 11.5%-ით  გაუფასურდა "გაზპრომის" აქციები. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში რუსულ აქტივებს გაყინავენ და ევროპის ფინანსურ ბაზრებზე რუსული ბანკების წვდომას შეაჩერებენ.

გუშინ ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უეფა სანქტ-პეტერბურგიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალის სხვა ქალაქში გადატანაზე მუშაობს და 5 კანდიდატურა განიხილება. უეჭველია, თუ რუსეთმა ომი არ შეაჩერა, ყველა სპორტული ორგანიზაციიდან და მათ შორის, ფიფადან და უეფადან მოკვეთენ.

რუსული აგრესია, რა თქმა უნდა, ჩვენც გვეხება, თან თითქმის პირდაპირ, რადგან რუსული არმია თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში იმყოფება და ამის ფონზე გასაოცარია ჩვენს საიტზე ზოგიერთი ვაიქართველის მიერ გამოხატული პოზიცია, რომლებიც აგრესორს მხარს უჭერენ. ისინი რუსული გაზისა და დენის მოწოდებას ისე გვამადლიან, თითქოს უფასოდ გვაძლევდნენ. ერთმა მკითხველმა პირდაპირ მოგვთხოვა ასეთი კომენტარების "დაბლოკვა" და ჩვენ მას სრულად ვეთანხმებით.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს მეხუთე კოლონა, ჯერ კიდევ მრავლად არიან სუკ-ის აგენტები, რომლებიც და რომელთა ოჯახები რუსულ ინტერვენციას მიესალმებიან. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომელთაც გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენით კეთილი ცხოვრება ექნებათ.

sportall.ge, საიტის პროფილის მიუხედავად, სისტემატურად მოგაწვდით უახლეს ინფორმაციებს, რამეთუ დღეს სპორტზე გაცილებით მნიშვნელოვანი მშვიდობაა. გაცილებით!

მკითხველის კომენტარები / 41 /
მეხუტე-კოლონამ-უნდა-იცოდეს,რომ-მათ-და-მათ-იდიოტ-შტამომავლობას-საქართველოს-სახელმციფო-და-მსოფლიო-ხელმძღვანელობა-ისევე-დაუწესებს-სანქციებს,როგორც--პესკოვსა-და-მის--შვილებს-დაუწესეს-სანქციები-...
svano magarski
12 მარტი 2022 12:00
0
გლა ს ეტყობა ძინავს.
სი ძინ პინ
26 თებერვალი 2022 14:47
0
ხრამ ხრუმ ნიამ ნიამ....
სი ძინ პინ
26 თებერვალი 2022 14:38
0
ბოიკოტი რუსულ აგრესიას!!!!!
სიმართლე
25 თებერვალი 2022 11:48
0
სრული ბოიკოტი რუსეთს.
ქართველო
25 თებერვალი 2022 08:17
0
რა თქმა უნდა! რა დროს სპორტია, როდესაც ამხელა აგრესორი თუნდაც სხვა სახელმწიფოს ბომბავს! თუნდაც სულაც სხვა კონტინენტზე ხდებოდეს ეს ყველაფერი და არა აქვე, კილომეტრების მოშორებით! ამ მოუშორებელ ჭირს ნამდვილად დიდი ხნის წინ მოვიშორებდით თავიდან, შეშფოთების და აღშფოთების ნაცვლად მართლა ის რომ გაეკეთებინა ამერიკას და ევროპას, რაც საჭირო იყო!!! და დიდი პასუხისმგებლობით მიდგომოდნენ სხვა ქვეყნების გამთლიანებასა თუ გაძლიერებას! მაგრამ ყველა მაინც “საკუთარ ტყავს” უფრთხილდება და ეს ვითომ “ვაი სანქციები” რუსეთისნაირი ძლიერი ქვეყნისთვის ზღვაში წვეთიც კი არ არის სამწუხაროდ… ყველაფერში გეთანხმებით ბატონო ვაჟა, რაც კი თქვენს სტატიაში წერია!
მაიკო
25 თებერვალი 2022 04:11
3
ყოჩაღ sportall.ge!!! სპორტი და პოლიტიკა 99% შემთხვევაში უნდა გაიმიჯნოს, მაგრამ ახლა სწორედ ის 1% არის, როდესაც მსოფლიოში ცა ჩამოინგრა და ყველას თავზე დაგვემხო. ყველას, სპორტულ სამყაროსაც მათ შორის. ახლა ვისაც ღირსება აქვს განზე ვერ დადგება.
შალვა
24 თებერვალი 2022 20:21
0
სიკვდილი მსოფლიოს #1 ტერორისტს---პუტინს!
საქართველოს მოქალაქე
24 თებერვალი 2022 20:04
1
სიკვდილი რუსებს და კონკრეტულად ნაბიჭვარ პუტინს,რუსსომეხა ლავროვს და დებილი ჩუქჩების შამან შთამომავალ შოიგუს.
status quo
24 თებერვალი 2022 19:56
2
ჩუქჩებმა რა დაგიშავეს12000 ათასიანი ხალხი თავისთვის ცხოვრობენ ჩუკოტკაზე... ეგ შენი შეხედულება სწორედ რუსების დანერგილია....
გრიშა
26 თებერვალი 2022 14:42
0
ძირს მიშაო - კაი იყოს ძირს, მაგრამ მაინტერესებს პრეზიდენტი რომ გვყავს, ვინც საქართველოს უჩივლა რუსეთის სასარგებლოდ, ეგ არაფერი ხო? არ გაღელვებთ ეს ფაქტი..მორალია დაცემული მთლიანად ერში და ეგაა უბედურება
gia
24 თებერვალი 2022 19:15
9

სიახლეები პოპულარული