"გლობალური სპორტული შეჯიბრებების სამართლიანობის დასაცავად და ყველა მონაწილის უსაფრთხოებისთვის, IOC საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზატორებს ურჩევს, საერთაშორისო ასპარეზობებზე არ მიიწვიონ და მონაწილეობის უფლება არ მისცენ რუს და ბელარუს სპორტსმენებს და ოფიციალურ პირებს.
იმ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზების მოკლე ვადების ან იურიდიული მიზეზების გამო ეს შეუძლებელია, IOC-ის აღმასრულებელი საბჭო დაჟინებით მოუწოდებს საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზატორებს, ყველაფერი
24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები წამოიწყო. მანამდე, 21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციამ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.
მსოფლიო სპორტიდან რუსეთის იზოლირების მოთხოვნით არაერთი სპორტული ფედერაცია გამოდის. რიგმა საერთაშორისო ფედერაციებმა რუსულ სპორტს სანქციები დაუწესეს.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
პუტინს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული ოქროს ორდენი ჩამოართვეს