IOC-ის ოფიციალური გვერდის თანახმად, მოცემულ პერიოდში მმართველ ორგანიზაციას ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა დღეში 4,2 მილიონ დოლარი უჯდებოდა, მაშინ, როდესაც ადრეული ოლიმპიადების პერიოდში ეს თანხა 3,4 მილიონს შეადგენდა.
"2017-20/21 წლების პერიოდში შემოსავალმა 7,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. IOC-მა შემოსავლის 90 პროცენტი საერთაშორისო ფედერაციებს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს და სხვა ორგანიზაციებს, ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს გადასცა; ასევე სახსრები გამოჰყო ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისა და წინსვლისთვის",
ასევე ირკვევა, რომ შემოსავლების ნაწილი მოხმარდა "ოლიმპიური დღის წესრიგი 2020"-ისა და "ოლიმპიური დღის წესრიგი 2020+5"-ის მხარდაჭერას, რაც, თავის მხრივ, ოლიმპიური მოძრაობის შემდგომი განვითარებისკენ იყო მიმართული.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი