"ჩათვალეთ ოსკარია ეს საქართველოსთვის... კვარას ფოტოებს რომ ვაზიარებთ, მათ ფოტოებსაც სიამაყით უნდა ვაზიარებდეთ" - ალპინიზმში მთავარი ჯილდო ქართველებისაა

AutoSharing Option
ქარ­თუ­ლი ალ­პი­ნიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ჯილ­დო "ოქ­როს წე­რა­ყი­ნი" ქარ­თვე­ლებს გა­და­ე­ცე­მათ. ჯილ­დოს მფლო­ბე­ლე­ბი არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლი, ბა­ქარ გე­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ტეფ­ნა­ძე გახ­დე­ბი­ან. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია საფ­რან­გეთ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მთას­ვლელ­თა ფე­დე­რა­ცია აქ­ვეყ­ნებს.

"Piolets d'Or ანუ ოქ­როს წე­რა­ყი­ნი, ანუ პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი ალ­პი­ნიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში! უმაღ­ლე­სი ჯილ­დი და აღი­ა­რე­ბა ! უფრო ვრცლად და უფრო ქარ­თუ­ლად მოგ­ვი­ა­ნე­ბით დავ­წერთ", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნა­ნი­კო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ისე­თი დილა გა­თენ­და, ისე­თი ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ვარ, არ ვიცი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო ფეხ­ბურ­თი, რაგ­ბი და აშ.
რა­ტომ არის მო­და­ში და რა­ტომ არ ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს ალ­პი­ნიზმს.

იცით რა მოხ­და? აი მსოფ­ლიო თასი რომ მოგ­ვე­გო, დიახ მსოფ­ლიო თასი ჩვენ ქარ­თვე­ლებს.აი ეს მსოფ­ლიო ოქ­როს წე­რა­ყი­ნი აი­ღეს ჩვენ­მა ალ­პი­ნის­ტებ­მა არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვილ­მა, გი­ორ­გი ტეფ­ნა­ძემ და ბა­ქარ გე­ლაშ­ვილ­მა.

კი­დევ ერთხელ კარ­გად,რომ გა­ი­გოთ კი­დევ და­გი­კონ­კრე­ტებთ, ჩათ­ვა­ლეთ ოს­კა­რია ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

წე­სით ახლა ყვე­ლა ეთე­რი ამას უნდა აშუ­ქებ­დეს, წე­სით ყვე­ლა ქარ­თვე­ლი კვა­რას ფო­ტო­ებს რომ ვა­ზი­ა­რებთ მათ ფო­ტო­ებ­საც დიდი სი­ა­მა­ყით უნდა ვა­ზი­ა­რებ­დეთ. მსოფ­ლიო ოქ­როს წე­რა­ყი­ნი (ალ­პი­ნიზ­მის ოს­კა­რი) გა­და­ე­ცათ არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვილს, გი­ორ­გი ტეფ­ნა­ძეს და ბა­ქარ გე­ლაშ­ვილს პა­კის­ტან­ში, აქამ­დე აუს­ვლელ მწვერ­ვალ სა­რაგ­რარ­ზე (Saraghrar Northwest 7,300m) უმაღ­ლე­სი სირ­თუ­ლის მარ­შრუ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის და­ჯილ­დო­ე­ბა იქ­ნე­ბა საფ­რან­გეთ­ში", - წერს ნა­ნი­კო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.

წყარო: Ambebi
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვილი, გი­ორ­გი ტეფ­ნა­ძე და ბა­ქარ გე­ლაშ­ვილი, გილოცავთ საამაყო ქართველო ალპინისტებო, თქვენ მიხეილ ხერგიანის ღირსეული მემკვიდრეები ხართ!
ლაშა
19:41 16-10-2022
0

სიახლეები პოპულარული