ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვალს აიღებს სტარტს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სილქნეტმა სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიასთან შეხვედრა გამართა და ჩემპიონატის მზადების პროცესი გაააცნო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს და სპორტის გულშემატკივრებს. სპიკერებმა დეტალურად მიმოიხილეს თითოეული სახეობა, ტრასების სპეციფიკა, სპორტსმენის შეფასების კრიტერიუმები. ნაჩვენები იყო ფილმი, რომელიც ქრონოლოგიურად ყვება, თუ როგორ გახდა საქართველო და ბაკურიანი ამ ღონისძიების მასპინძელი.

16 თებერვლიდან ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს აიღებს და 5 მარტის ჩათვლით 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი ერთმანეთს ყველაზე სანახაობრივ და ექსტრემალურ სახეობებში შეეჯიბრება. მათ შორის იასპარეზებენ ქართველი ათლეტები:

ნიკა ელოშვილი -
Slopestyle/Big Air

ლუკა ჩოფიკაშვილი - Slopestyle/ Big Air

ბექა ბერძენიშვილი - Ski Cross

რევაზ ნაზღაიძე - PGS / PSL

დავით თედიაშვილი - Ski Cross

2023 წელს, ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს სილქნეტი წარადგენს, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ზამთრის სახეობების არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი შეჯიბრის მხარდამჭერია, ხელს უწყობს საქართველოს ნაკრების წვრთნებს უცხოეთის კურორტებზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში.

როგორც სილქნეტის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა კატო ჯავახიშვილმა განაცხადა: "დაარსების დღიდან, კომპანია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია, თუმცა, მხარდაჭერა გაცილებით ადრე იწყება. სილქნეტის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი იყო ის, ვინც ძალიან აქტიურად ედგა მხარში ფედერაციას. სწორედ მისი და მერე უკვე ჩვენი კომპანიის დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველო არის ამ მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი."
საქართველოში პირველად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი და ამ ისტორიული მოვლენისათვის სათხილამურო ფედერაცია, მისი გენერალური სპონსორი სილქნეტი, მთის ტრასების სააგენტო, სახელმწიფო უწყებები, პარტნიორი კომპანიები ბოლო 5 წლის მანძილზე ემზადებოდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორია კომპანია "სილქ ჰოსპითალითი", რომელიც ყველა სასტუმროთი თუ საკვები ობიექტით ჩართულია ბაკურიანი 2023-ის საინფორმაციო კამპანიაში. სილქნეტის ინიციატივით, სწორედ "სილქ ჰოსფითალითი" გაუმასპინძლდება "სილქნეტის ზონის" სტუმრებს. ბაკურიანს ჩემპიონატზე 1000-ზე მეტი სტუმარი ეწვევა. "სილქ ჰოსფითალითი" საქართველოში ლიდერი კომპანიაა სტუმართ-მასპინძლობის სექტორში, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის გამოცდილება აქვს.

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრის პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საერთაშორისო არხი "ევროსპორტი", სპეციალური რეპორტაჟები და ჩართვები ექნებათ სხვა უცხოურ არხებს. ქართველ გულშემატკივარს კი მსოფლიო ჩემპიონატზე თვალის მიდევნება შეეძლება არხებზე "ევრონიუს ჯორჯია", "სილქ უნივერსალი" და Silk Sport 1.

ერთად ვუქომაგოთ მაღალრეიტინგულ სპორტსმენებს, ექსტრემალ ოლიმპიელებს და საქართველოს ნაკრებს ბაკურიანში!

მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ სილქნეტის მომსახურების ცენტრებში.

R


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული