5 თებერვალს, პარიზის გრან-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს, 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. გამარჯვებიდან რამდენიმე წუთში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დარბაზში ჩანს მამაკაცი საქართველოს დროშით, რომელსაც საქართველოს ჰიმნის გაგონებაზე ცრემლები მოსდის და გულზე გამარჯვების მუშტს ირტყამს...
სოციალურ ქსელში ყველა კითხულობდა, ვინ იყო ემიგრანტი კაცი, რომელიც თანამემამულის საგულშემატკივროდ დარბაზში მივიდა და გრიგალაშვილის გამარჯვების ემოციები მთელი საქართველოს სახელით გამოხატა. ეს კაცი ესპანეთში მცხოვრები გოგიტა შამუგიაა, რომელმაც ბავშვობის ოცნება აისრულა და იმ დროს იმღერა
საქართველოს ჰიმნი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დროშა ყველაზე მაღლა იყო აწეული... ოცნება აუსრულდა მის უფროს ვაჟსაც, დავითს, რომელიც თავადაც ძიუდოში ვარჯიშობს და საყვარელი სპორტსმენი პირადად გაიცნო...
სოციალურ ქსელში ყველა კითხულობდა, ვინ იყო ემიგრანტი კაცი, რომელიც თანამემამულის საგულშემატკივროდ დარბაზში მივიდა და გრიგალაშვილის გამარჯვების ემოციები მთელი საქართველოს სახელით გამოხატა. ეს კაცი ესპანეთში მცხოვრები გოგიტა შამუგიაა, რომელმაც ბავშვობის ოცნება აისრულა და იმ დროს იმღერა
- ჩემპიონატზე როგორ მოხვდით, შვილთან ერთად ჩახვედით საფრანგეთში ესპანეთიდან?
- ძალიან მიყვარს ძიუდო. აქაური მეგობრები ხშირად მეკითხებოდნენ ქართველ სპორტსმენებზე, არავის იცნობდნენ. ყველას ვეუბნებოდი, ოლიმპიადას უყურეთ და ნახეთ ქართველების ძიუდო-მეთქი. ეს არის ჩემთვის, როგორც საქართველოს სიმბოლო. მაგიტომ შემიყვარდა, რომ ყველაზე წარმატებულები ვართ ამ სპორტში. ბავშვმა თავიდან ფეხბურთი აირჩია, მაგრამ შემდეგ ორივე ძიუდოზე შევიყვანე. ერთ დღესაც უფროსმა მითხრა, მამა, ჩემი დაბადების დღის საჩუქარი იქნება, თუ ქართველ ძიუდოისტებს გავიცნობო. 10 თებერვალს არის დაბადებული. ყველაზე მეტად მიყვარს ტატო გრიგალაშვილი, ჩემი სტილის არისო. ეს მოხდა ოქტომბერში. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ისრაელში ჩავსულიყავით. ნიკო შერაზადიშვილთან ვმეგობრობ, რომელიც იქ ასპარეზობს, მაგრამ მისივე რჩევით, ცოტა დაძაბული სიტუაციაა და არ გინდა ბავშვთან ერთად, პარიზში ჯობიაო. მაშინვე ვიყიდე პარიზის ბილეთები. აქამდე არასოდეს მქონია საშუალება, რომ საქართველოს ჰიმნი მემღერა, როდესაც ქართველი იმარჯვებს. ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება... პარიზში რომ ჩავედით, ცოტა პრობლემა იყო დარბაზში, საფრანგეთის დროშის გარდა, არავის აძლევდნენ საშუალებას, თავისი ქვეყნის დროშა ჰქონოდა. პირველ დღეს ამის გამო ცოტა უხეშად შენიშვნაც მომცეს. ვუთხარი, მამაჩემი ამ დროშის გამო მოკვდა და გთხოვთ, დროშა უნდა დავიცვა, რამეში კი არ გეჯიბრებით-მეთქი. მეორე დღეს მითხრეს, გქონდეს, მაგრამ სულ დროშით არ იდგეო. არც ვიცოდი, რომ კამერაში მოვხვდი და ამ დროს ყველამ ნახა, რომ გულზე ხელს ვირტყამდი.

- თქვენი ოცნება ასრულდა და თქვენმა შვილმა თუ გაიცნო ქართველი სპორტსმენები?
- დიახ, ტატო პირადად გაიცნო, მაგრამ ძალიან გართულებული იყო მიახლოება, დაცვა გამკაცრებული იყო უკრაინის მოვლენების გამო. ასევე გაიცნო საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელი, რომელიც საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. მე კი ჩემი ოცნება ავისრულე და ვიმღერე ჩემი ქვეყნის ჰიმნი, მაშინ, როდესაც ყველაზე მაღლა ფრიალებდა საქართველოს დროშა. გმირები არიან ის ბიჭები, რომლებმაც ამის საშუალება მომცეს...