![](https://sportall.ge/pictures/image5/0a1e4d5ac4ec1da4a38ba77dd2fa88b2.jpg)
პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, მარსელი გახდება საფრანგეთის პირველი ქალაქი, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიურ ცეცხლს მიიღებს.
ოლიმპიური ცეცხლი ათენიდან აიღებს გეზს, ხმელთაშუა ზღვას ევროპის ერთ-ერთი უძველესი სამანძიანი ხომალდით - Le Belem (1896) გადაკვეთს და მარსელის პორტში შევა.
პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი