სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ფარიკაობის მწვრთნელთა ტექნიკური კურსების კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები გადასცა

AutoSharing Option
თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, სეოკ-ის ინიციატივით, სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით და საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა მწვრთნელთა ტექნიკური კურსები.

ხუთდღიან თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებაში, რომელსაც უკრაინელი, რაპირით ფარიკაობაში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი სერგი გოლუბიცკი უძღვებოდა, რაპირით ფარიკაობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 25 მწვრთნელი მონაწილეობდა.

ფარიკაობის მწვრთნელებს ტექნიკური კურსების წარმატებით დამთავრება მიულოცა, შემდგომი წარმატებები უსურვა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული