როგორ ჩავდგეთ ფორმაში საზაფხულოდ მარტივად

AutoSharing Option
სწორი კვება და ვარჯიში ყველა სეზონზე საჭიროა, ყველაზე მეტად კი ზაფხულის მოახლოებისას მივმართავთ ფიტნესცენტრებსა და დიეტოლოგებს.

თუმცა სულაც არაა სავალდებულო ყოველთვის პროფესიონალის დახმარება, რადგან წვრილმანი ფიტნესაღჭურვილობის დახმარებით დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი მარტივი ვარჯიშების სახლიდან გაუსვლელად კეთება.

ინტერნეტში ვიდეოგაკვეთილებისა და სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით შეგვიძლია ვისწავლოთ სწორად ვარჯიში და სასურველი ეფექტიც არ დააყოვნებს.

მარტივი ვარჯიშების გაკეთებაში გარკვეული ფიტნესაღჭურვილობაა საჭირო, რომელთა შეძენაც აქამდე მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში იყო საჭირო. თუმცა ეს ასე აღარ არის.

ინტერნეტსივრცეში უკვე არსებობს ონლაინმაღაზიები, სადაც შესაძლებელია სასურველი ნივთების მარტივად შეძენა.

მაგალითად
ონლაინ მაღაზია ისურვე.ჯი,
სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სპორტული ინვენტარი და სავარჯიშო აქსესუარები - ფიტნესრეზინა, სახტუნაო, ტურნიკი, კრივის მსხალი, ჰანტელები და უამრავი სხვა.

სწორ კვებას რაც შეეხება, არსებობს მოსაზრება, რომ დიეტური საკვებისგან განსხვავებით, ნახშირწყლებით გაჯერებული კერძები და სასუსნავი ბევრად გემრიელია, თუმცა ნაკლებად კალორიული ჯანსაღი პროდუქტებისგანაც შეგვიძლია უგემრიელესი კერძების მომზადება.

თანამედროვე ტექნოლოგიები აქტიურად მუშაობენ სამზარეულოს ისეთი ტექნიკის შექმნაზე, რომელთა დამსახურებითაც დაგვეზოგება დრო, ფინანსები, ძალისხმევა და შევძლებთ ჯანსაღი საკვების მომზადებას ზედმეტი ცხიმის გარეშე.

სწორედ ონლაინმაღაზიების სწრაფი და მარტივი მომსახურების წყალობითაა შესაძლებელი შეიძინოთ სწორი კვებისათვის საჭირო ატრიბუტიკა - სამზარეულოს სასწორი, მულტისახარში ქვაბი, თერმოსი, წვენსაწური, ბლენდერი და ა.შ.

ასეთი კომფორტული და მარტივი შოპინგი ყველას ხიბლავს. სწორედ ამიტომაც, სხვადასხვა მოხმარების პროდუქცია ონლაინ უფრო და უფრო დიდი ასორტიმენტით გვხვდება და სამომავლოდაც მრავალ სიახლეს გვპირდება.

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული