0:5 ტექნიკური წაგება - უეფამ ქართველებსა და სომხებს ვერდიქტი გამოუტანა

AutoSharing Option
უეფამ საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ნაკრებებს მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გამართულ მეორე ტურის მატჩებში ტექნიკური მარცხი 0:5 ჩაუთვალა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები გასვლაზე პორტუგალიასთან  2:4 დამარცხდნენ, ფინელებმა კი სომხეთს 3:2 სძლიეს.

ამის შემდეგ ფინელებმა სომხებს, ხოლო პორტუგალიელებმა ქართველებს უჩივლეს და აღნიშნეს, რომ ამ ნაკრებებში დაშვებულზე მეტმა ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა იასპარეზა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს საჩივარი დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ქართველებსა და სომხებს ტექნიკური წაგება 0:5 დაუფიქსირდათ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვის რაში ჭირდება ასეთი გუნდი და ასეთი ფეხბურთი?ყველა კაპიკს უნდა ვუფრთხილდებოდეთ და მიზანმიმართულად ვხარჯავდეთ.ხელისუფლებამ მოსახლეობასთან ერთად უნდა დაადგინოს სპორტის პრიორიტეტული სახეობები და მიხედოს მას.უნდა დავაფინანსოთ და ხელი შევუწყოთ ისეთ სახეობებს,რომლებიც ტრადიციულია და მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს,რომლებიც დიდ ინტერესს იწვევენ და ტრიბუნებს ავსებენ.ახალ ,გარედან შემოტენილ ყოვლად უნაირო და არაფრისმაქნის სპორტის სახეობებს კი მიხედოს მისით დაინტერესებულმა იმ კრძო პირებმა და კომპანიებმა რომლებსაც ძალიან შეტოკებიათ გულები.
საჩინო
16:44 21-10-2023
9
ძალიანაც კარგი. ითამაშოს ქართველმა ოდესღაც მაინც მოვა შედეგი. რისთვის, უფრო სწორად, ვისთვის გამოყოფს ფედერაცია თანხებს.
ტარიელი
16:40 21-10-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული