"საიდუმლო სერობის" ოლიმპიადაზე ასეთი სახით გამოყენება ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელია" - ლა ლიგის პრეზიდენტი აღშფოთებულია

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ფრესკის "საიდუმლო სერობის" იმიტაცია და ტრანსგენდერებით შესრულება ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელია.

"მიუღებელი, უპატივცემულო და სამარცხვინოა! ასეთი სახით "საიდუმლო სერობის" პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოყენება ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელია. სად არის რელიგიური მრწამსის პატივისცემა?" - დაწერა ტებასმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).

მკითხველის კომენტარები / 58 /
სირცხვილი ვინც ეს მოიწონა!!!
0
ამ საზიზღრობას როგორ უნდა მოუძებნო გამართლება, თუ ვინმე ვდილობს, არ ვიცი. სრულიად მიუღებელი და ამაზრზენი საქციელია. ევროპა უნდა ცდილობდეს თავისი ღირებულებები წარმოაჩინოს და არა ყოვლად მიუღებელი შარჟებით თუ იმიტაციებით შეურაწყოფა მიაყენოს სხვადასხვა რელიგიას, რაშიც სხვათაშორის ფრანგები გამოირჩევიან. რაც შეეხება ევროვიზიას, რა მიზნით უნდა გავუშვათ მანდ ჩვენი წარმომადგემელი ვერ ვხვდები, რაც არ უნდა მაგარი მონაცემები ჰქონდეს, ერთი თავით დაბლა აყენებენ თუ ელგეპეტე თემის წარმომადგენელი არაა. ზოგადად, რა საშინელი საზოგადოებაა თავისი პროპაგანდოლისტებით, ვითომდა ადამიანის უფლებებიო და ადამიანს კი არა ღმერთს აყენებენ შეურაცხუოფას და ესენი ვის გაითვალისწინებენ.
ბექა90
20:46 29-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული