"არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიამ 30 ნოემბერს  "ფეისბუქპოსტი" გაავრცელა:

"მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია.

ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი. მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს
ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!"

alt"ნაპოლი" კარგი შედეგით, ლუკაკუსა და კვარაცხელიას ბომბარდირობით, თუმცა... - როცა ხვიჩასა და საბას დუელი შედგა

alt"სირცხვილია" - გიორგი მამარდაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 166 /
ხვიჩა, თუ მაგ მოწოდება ორივე მხარეს ეხება, კაცი ყოფილხარ. თუ მილიციელებზე ქვისა და დინამიტების სროლა ვერ დაინახე და მხოლოდ მილიციელის მიერ მოქნეული ხელჯოხი ნახე, ნახევარად ბრმა. ნახევრად ბრმობა კი ღალატია ღმერთის ან კაცის. რაც შეეხება ევროკავშირში შესვლას, ამას ევროკავშირის მიერ ჩემი ქვეყნის 6 წლიანი შანტაჟი არ ჭირდება. 2 წელიწადშიაც 2028-2030 წლებშიაც კარგად მოვილაპარებთ. საერთოდ კი თუ გერმანიაში ხელისუფლებაში ეროვნული ძალა მოვიდა (რისიც დიდი შანსია ამ არჩევნებში) გერმანია დაუყოვნებლივ დატოვებს ევროგაერთიანებას და ევროკავშირიც დაიშლება, რასაც ვუსურვებ კიდეც ამ აშშ-ის მონა კონტინენტს.
ჟორა
18:49 30-11-2024
48
პირველ რიგში დაგმეთ ამ ლაწირაკების ქმედება, რომელთა გამოც დღეს საქართველო და კერძოდ თბილისი აოხრებულია!ამ ევროპით კიდევ ნუ წაღუნეთ ტვინი! ეს ევროპაა, რო ზევიდან გვიყურებენ და გვბატონობენ! რა ხამებივით იქცევით? საქართველო უპირველესად! აბა შემდეგი ვინ გამოხტებით, მეცამეტე გოჭივით? ნაცების მხარდაჭერა იგივეა, რაც როთობა!
ხვიჩას
14:01 30-11-2024
47
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული