რუსი ტანმოვარჯიშის შოკისმომგვრელი საქციელი - კვარცხლბეკზე Z-სიმბოლიკით უკრაინელთან ერთად ავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 წლის რუსმა ტანმოვარჯიშე ივან კულიაკმა საკუთარი სპორტის სამყარო შოკში ჩააგდო და დოჰაში ჩატარებული შეჯიბრების კვარცხლბეკზე Z-სიმბოლოკით ავიდა, თან ასე უკრაინელი სპორტსმენის გვერდით დადგა. 

რუსი მსოფლიო თასის ღონისძიებაზე მესამე ადგილზე გავიდა, შეჯიბრება კი უკრაინელმა ილია კოვტუნმა მოიგო. 

მოგეხსენებათ, Z ასო რუსულ ანბანში არ არის, ის რუსეთის უკრაინაში შეჭრილ სამხედრო შენაერთების ტექნიკაზე აწერია და ზოგადად, უკრაინისადმი განხორციელებული აგრესიისადმი სოლიდარობის ნიშნად იქცა. ივან კულიაკმა ამ ნაბიჯით თანადგომა პუტინის ჯარს გამოუცხადა. 

"ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ მივმართავთ ტანვარჯიშის ეთიკის ფონდს, რათა ივან კულიაკის
წინააღმდეგ სადისციპლინო საქმე წამოიწყოს. მისი მოქმედება ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო." - წერს ორგანიზაცია. 

დღეიდან, ანუ 7 მარტიდან, ტანვარჯიშის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას რუსი სპორტსმენები ვეღარ მიიღებენ. ცხადია, ვერც ივან კულიაკი, რომელსაც სპორტული ღირსებაც არ ეყო და გამარჯვებულსაც არ მიულოცა. 

alt"ჩემი მამა კიევში იბრძვის - მადლობა თელავს და მიყვარხარ საქართველო!" - ინტერვიუ ბოგდან ბეზკროვნისთან

altთინა კანდელაკი: სოლიდარობა რუს სპორტსმენებს, ოდესმე ყველაფერი დასრულდება და...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, ამათ თავში უნდა ურტყა სულ.
1
ელაპარაკე ეხლა ამათ მშვიდობაზე
გიორგი
16:26 07-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული