ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია

AutoSharing Option
ფიდემ მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ვაჟთა საუკეთესო ასეულს უწინდებურად სათავეში უდგას ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, თუმცა იგი თავის საუკეთესო მაჩვენებელს საკმაოდ დაშორდა: ახლა 2827 პუნქტით პირველ ადგილზეა, მაგრამ მეორე ადგილზე მყოფ ფრანგ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავს მხოლოდ 23 პუნქტით უსწრებს. მესამეზე ვლადიმირ კრამნიკია (რუსეთი, 2803).

ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა 2702 პუნქტით მე-40 საფეხურზეა.

ქალთა ასეულს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2670) მეწინავეობს. ლიდერს 94 პუნქტით ჩამორჩება ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2676), მესამე ადგილზე ჩაინაცვლა ფიდეს ბოლო გრან პრის გამარჯვებულმა ცზიუ ვენძიუნმა
(ჩინეთი, 2574).

მსოფლიოს ქალთა ასულში საქართველოს რვა დიდოსტატია: 11. ნანა ძაგნიძე (2519), 21. ნინო ბაციაშვილი (2472), 25. ბელა ხოტენაშვილი (2459), 33. ლელა ჯავახიშვილი (2438), 58. ნინო ხურციძე (2400), 59. სალომე მელია (2399), 80. მერი არაბიძე (2378) და 87. სოფიკო გურამიშვილი (2374).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული