ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ფინალში ლევონ არონიანი და დინ ლიჟენი ითამაშებენ

AutoSharing Option
თბილისში მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშების ნახევარფინალური მატჩების კლასიკურ პარტიები ყაიმით დასრულდა. ამიტომ ფინალისტების გამოსავლენად 21 სექტემბერს ტაიბრეიკები გაიმართა.

დინ ლიჟენისა (ჩინეთი) და ვესლი სოს (აშშ) ორივე 25-წუთიანი პარტია მშვიდობიანად დამთავრდა. 10-10-წუთიანების პირველი პარტია შავებით ჩინელმა 69-ე სვლაზე მოიგო, თეთრებით კი ქულა გაიყო მეტოქესთან და ფინალის საგზური პირველმა მოიპოვა.

უფრო დიდხანს გაგრძელდა მაქსიმ ვაშიე-ლაგრავისა (საფრანგეთი) და ლევონ არონიანის (სომხეთი) პაექრობა. პირველ 25-წუთიან პარტიაში ფრანგმა 64-ე სვლაზე აჯობა არონიანს, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში სომეხმა დიდოსტატმა რევანში აიღო
და წონასწორობა აღადგინა.

მომდევნო 10 და 5-წუთიანი ორ-ორი პარტია უშედეგოდ დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა "არმაგედონი" (მოსაგებად თეთრებს 5, შავებს 4 წუთი ჰქონდათ). არონიანი დროში ჩაეტია და ვაშიე-ლაგრავს 78-ე სვლაზე საათი გააჩერებინა.

ამდენად, ფინალში ლევონ არონიანი და დინ ლიჟენი ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული