საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში, დაძაბულ ბრძოლაში ფრედ დაასრულა შეხვედრა რუსეთის უძლიერეს ნაკრებთან და დამსახურებულად დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბოლო ტურის პარტიაში ქართველმა მოჭადრაკეებმა რუსეთის ნაკრებთან 2:2 ითამაშეს და 12 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს.

მსოფლიოს ჩემპიონი ჩინეთის ნაკრები 18 ქულით გახდა, ხოლო ვერცხლის მედალი რუსეთის ნაკრებმა (14 ქულა) მოიპოვა.

ჩვენმა ნაკრებმა, უკრაინის ნაკრების მსგავსად, 12 ქულა დააგროვა, თუმცა უკრაინის ნაკრებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია; კაპიტანი: ელიზბარ უბილავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული