ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა

AutoSharing Option
როგორც Holywoodreporter-ი იუწყება, ჭადრაკში მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა, "დედოფლის გამბიტში" სექსისტური შენიშვნის გამო, "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

Sportall.Ge

80 წლის დიდოსტატი Netflix– ის ჰიტ სერიალში იყო ნახსენები, მაგრამ ქალბატონი ნონა ამტკიცებს, რომ მის შესახებ ფაქტები არასწორად გავრცელდა.

სარჩელში ნათქვამია, რომ კომპანიამ შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ  იმის ხაზგასასმელად, რომ მისმა გამოგონილმა გმირმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს არ გაუკეთებიათ.

ფილმში ნახსენებია, რომ მთავარი პერსონაჟი  - ქალი მოჭადრაკე -  მამაკაცებს არ დაპირსპირებია. მაშინ, როცა გაფრინდაშვილს, ხსენებულ
პერიოდში, 32 მამაკაცი ჰყავდა დამარცხებული, ერთ-ერთ ტურნირზე კი მამრობითი სქესის 7 წარმომადგენელს აჯობა  და ჩემპიონი გახდა.

გარდა ამისა, ნინა გაფრინდაშვილი რუს სპორტსმენადაა ნახსენები და სარჩელის ერთი ნაწილი ამასაც შეეხება.

altნონა გაფრინდაშვილი იუბილარია - როგორ დაიწყო ქართველი მოჭადრაკის თავბრუდამხვევი კარიერა

altთბილისის "დინამო" ბათუმის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩა - "ტორპედომ" "შუქურას" მოუგო

მკითხველის კომენტარები / 12 /
ფოტოზე არიან ჩვენი ნ ო ნ ა და სოფია პოლგარი.
0
ერთხელ გაღიმებული მანახეთ ეს ქალი და მე მივცემ იმ 5 მილიონს
გიორგი
16:21 21-09-2021
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული