ზამთრის ოლიმპიადა 2018: აბრამაშვილმა გიგანტურ სლალომში დისტანცია ვერ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 თებერვალს ზამთრის 2018 წლის ოლიმპიადის შეჯიბრებაში იასონ აბრამაშვილი ჩაერთო.

საქართველოს დელეგაციის ყველაზე გამოცდილმა წევრმა გიგანტურ სლალომში მიიღო მონაწილეობა.

იასონმა ტრასის უმეტესი ნაწილი საკმაოდ სწრაფად გაიარა, მაგრამ ფინიშამდე დაახლოებით 100 მეტრში მოცურდა და იმ 30-მდე მოთხილამურის ბედი გაიზიარა, რომლებმაც დისტანცია ვერ დაასრულეს. ამის გამო იასონს შეჯიბრების გაგრძელების და მეორე დაშვებაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.

სამთო თხილამურობის ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა სპორტული სეზონის ლიდერი, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი. მან ორ დაშვებას 2.18,04 წუთი მოანდომა და 1,27 წამით გაასწრო ნორვეგიელ ჰენრიკ კრისტოფერსენს.
ბრინჯაოს მედალი მიიღო ფრანგმა ალექსის პენტურომ.

22 თებერვალს სამთო მოთხილამურე ვაჟები ერთმანეთს სლალომში შეეჯიბრებიან. მონაწილეთა შორის იქნება იასონ აბრამაშვილიც, რომელიც ამ დისციპლინაში შედარებით უკეთ გამოდის.

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული