საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე სლოვაკეთი დაამარცხა და მე-13 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე მეცამეტე ადგილი დაიკავა.

რევაზ ჩომახიძის გუნდმა მე-13 ადგილისთვის მატჩში სლოვაკეთის ნაკრები ანგარიშით 8:6 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების რიგებში 3 გოლი ზურაბ რურუამ გაიტანა, 2 - დამირ ცრეპულიამ, თითო გოლი კი მარკო ელაჩას, გიორგი მაგრაქველიძის და მიხეილ მაღათურიას ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში სამივე მატჩი (გერმანია, უნგრეთი, იტალია) წააგო, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა (თურქეთი, სლოვაკეთი) მოიგო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა წინა ევროპის ჩემპიონატის შედეგი გააუმჯობესა. 2016 წელს ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა ისტორიული გამარჯვება
მოიპოვეს თურქეთთან (12:11) და 16 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავეს. ახლა კი ჩვენმა გუნდმა ორი გამარჯვება მოიპოვა და საბოლოოდ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მე-13 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროა,და უფრო მეტიც,სამარცხვინოა ის,რომ გუშინ წინ გარდაიცვალა,79 წლის ასაკში, 20-ე საკუნის ერთ-ერთი უბრწინვალესი წყალბურთელი,ბატონი გივი ჩიქვანაია,და ამაზე ერთ სიტყვასაც კი არ წერთ!
გია
13:11 03-08-2018
0
2020 წელს მეათე ადგილი იდეალური შედეგი იქნება!
MARI XUANA
08:17 30-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული