საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე სლოვაკეთი დაამარცხა და მე-13 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე მეცამეტე ადგილი დაიკავა.

რევაზ ჩომახიძის გუნდმა მე-13 ადგილისთვის მატჩში სლოვაკეთის ნაკრები ანგარიშით 8:6 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების რიგებში 3 გოლი ზურაბ რურუამ გაიტანა, 2 - დამირ ცრეპულიამ, თითო გოლი კი მარკო ელაჩას, გიორგი მაგრაქველიძის და მიხეილ მაღათურიას ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში სამივე მატჩი (გერმანია, უნგრეთი, იტალია) წააგო, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა (თურქეთი, სლოვაკეთი) მოიგო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა წინა ევროპის ჩემპიონატის შედეგი გააუმჯობესა. 2016 წელს ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა ისტორიული გამარჯვება
მოიპოვეს თურქეთთან (12:11) და 16 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავეს. ახლა კი ჩვენმა გუნდმა ორი გამარჯვება მოიპოვა და საბოლოოდ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მე-13 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს,ამ გამარჯვებებს,ეს სამი წელია აშკარად პროგრესირებს ჩვენი ნაკრები და თუ თავიდან ლომის წილი დატვირთვა ნატურალიზებულ წყალბურთელებზე მოდიოდა,ახლა აქცენტი უკვე ქართველებზეა და უცხოელების ორი კაციღაა.უდიდესია ამ უცხოელების ღვაწლი ჩვენი ნაკრების წინსვლაში,მათ გვერდით დაფრთიანდნენ ჩვენი ახალგაზრდები და ახლა უკვე საკმაოდ მტკიცეა ჩვენი სანაკრებო ბაზა.მომდევნო ჩემპიონატისათვის ნაკრები ალბათ უკვე მთლიანად ეროვნული იქნება,რამეთუ ელაჩაც და ცრიპულიაც საკმაოდ ასაკოვნები არიან,მათ გვერდით კი უკვე ქართველი ბიჭები დაიზარდნენ.ევროპაში 13 ადგილი სახუმარო არ არის და ვხედავთ,რომ მომატების რეზერვებიც ძალიან დიდია,ასე რომ მომავალს იმედით უნდა შევხედოთ.
სოსო
18:09 24-07-2018
2
სამწუხაროა,და უფრო მეტიც,სამარცხვინოა ის,რომ გუშინ წინ გარდაიცვალა,79 წლის ასაკში, 20-ე საკუნის ერთ-ერთი უბრწინვალესი წყალბურთელი,ბატონი გივი ჩიქვანაია,და ამაზე ერთ სიტყვასაც კი არ წერთ!
გია
13:11 03-08-2018
0

სიახლეები პოპულარული