13 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ აუზში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კონტინენტის შარშანდელ ჩემპიონ საბერძნეთთან 7:18 დამარცხდა.
ჩვენი გუნდიდან 3-3 გოლი თევდორაშვილმა და დადვანმა გაიტანეს, 1 გოლი კი გიორგაძის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 1 გამარჯვება მოიპოვა, მესამე ადგილი დაიკავა და 1/4-ფინალის საგზურისთვის D ჯგუფში მე-2 პოზიციაზე გასულ გერმანიას დაუპირისპირდება.
მატჩი 14 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება.
თუ ჩვენმა გუნდმა გერმანიის ძლევა მოახერხა, შემდეგ ეტაპზე იტალიას შეხვდება.