თბილისის "დინამოს" წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მარცხი განიცადა.
"დინამო" თბილისში, "ოლიმპიკის" აუზზე, მერვე ტურში, იტალიის "პრო რეკოსთან" 3:13 დამარცხდა.
ამ დაპირისპირებაში იტალიური გუნდი აშკარა ფავორიტი იყო, თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და უპრობლემოდ გაიმარჯვა.
"დინამოდან" გოლები ზურაბ რურუამ, გიორგი მესხმა და ბორის ვაპენსკიმ გაიტანეს.
"დინამომ" B ჯგუფში რვავე მატჩი წააგო და 21 თებერვალს სტუმრად "ჰანოვერს" შეხვდება.