საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში სლოვაკეთი 18:16 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ გავიდა.
ჩვენი გუნდიდან 3 გოლი ნიკა შუშიაშვილმა გაიტანა, 2-2 დუშან ვაშიჩმა, ვალიკო დადვანმა, მარკო ელაჩამ, იოვან სარიჩმა, ფაბიო ბარალდიმ და ბორის ვაპენსკიმ, თითო კი ანდრია ბითაძემ, რევაზ იმნაიშვილმა და გიორგი მაგრაქველიძემ.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბელარუსს 25:5, მეორეში პოლონეთს 22:1 სძლია, დღეს სლოვაკეთიც დაამარცხა და B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
ევროპირველობა 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში ჩატარდება.
იუგოსლავიის ნაკრები ))))