ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრები ევროპირველობის მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში მეოთხედფინალის საგზურისთვის მატჩში ნიდერლანდები 12:8 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შედეგად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან გოლები მარკო ელაჩამ (3), ანდრია ბითაძემ (2), ბორის ვაპენსკიმ (2), ხვიჩა ჯახაიამ (1), დუშან ვაშიჩმა (1), ნიკა შუშიაშვილმა (1), ფაბიო ბარალდიმ (1) და ვალიკო დადვანმა (1) გაიტანეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მეკარე ნოკოლოზ შუბლაძე, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი და პენალტი მოიგერია.

6 სექტემბერს, მეოთხედფინალში, საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვულოცავ ბიჭებს და ვულოცავ საქართველოს!თანაც როგორი დამაჯერებლობით გაიმარჯვეს,ეგაა საკვირველი.ნაკრების ლეგიონერები,უკვე დიდი ხანია რაც ნაკრებში არიან და სტაბილურად ასპარეზობენ.ეგ კი არა,ასაკის გამო შესაძლოა ზოგიერთი ისეთ ფორმაში ვეღარც კი არის,როგორშიც ადრე იყო,თუმცა მთლიანობაში ნაკრები პროგრესირებს და ეს რა თქმა უნდა, მათ გვერდით დავაჟკაცებული ქართველი ბიჭების დამსახურებაცაა.პირველად მოვხვდით 8 საუკეთესოში და ხორვატებს ვხვდებით.რა თქმა უნდა მეტოქე ჩვენზე ძლიერია,მაგრამ ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს,თავისუფლად ვითამაშებთ და ვინ იცის,ეშმაკს არ სძინავს.ჩვენ სანერვიულო არაფერი გვაქვს,უკვე გამარჯვებულები ვართ.დაე ხორვატებმა ინერვიულონ.
ყველამ იცის ეს ანეგდოტი,გიჟებს რომ უთხრეს,ჯერ ცურვა ისწავლეთ და აუზში წყალს,მერე ჩაგისხავთო.ჰოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ათეულში მოვხვდით,ევროპის ჩემპიონატზე,უკვე რვა საუკეთესოში გავინაღდეთ ყოფნა და ვერ დაიმსახურეს ერთი სტანდარტული ზომების აუზი?ქვეყნის სირცხვილია და ენთუზიაზმსაც აქვს საზღვარი.
სოსო
17:50 05-09-2022
0
კიდევ 3-4 უცხოელი დაიმატონ და იქნებ ფინალშიც კი გავიდნენ, რა იცი რა ხდება...
DOON...
14:50 05-09-2022
10

სიახლეები პოპულარული